ბექა ლილუაშვილი: „ოცნებასაც“ და „ენმ-საც“ თავისი ოლიგარქი ჰყავს დასაცავი

ბექა ლილუაშვილი: „ოცნებასაც“ და „ენმ-საც“ თავისი ოლიგარქი ჰყავს დასაცავი

22-11-2022, 20:38 - 2022
451
       

„ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა  განაცხადა.
 
ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი.
 
კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენიჭოს თუ არა ოლიგარქის სტატუსი, ჩვენი მოცემულობისთვის არარელევანტურია იმიტომ, რომ ჩვენთან ეს გავლენის სფეროები, როგორც წესი არაფორმალურია, ამიტომ ცხადია ამ პრობლემას ამ კანონით ვერ გადავჭრით, ვერც ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით. 

ორივეს კონკრეტული ამოცანები აქვს, კონკრეტული სახელი და გვარები დგას ამ ორივე ინიციატივების უკან, ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი და ამ მიზანს ემსახურება ეს ორივე კანონპროექტი, ამიტომ ისინი პრობლემას ვერ გადაჭრიან“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები