არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

15-02-2022, 18:03 - 2022
1 679
       

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
 
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
 
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები. 
 
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები