გიორგი სააკაშვილი - არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ

გიორგი სააკაშვილი - არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები სიცოცხლეს ასე ამთავრებენ

21-11-2022, 19:37 - 2022
423
       

„გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია, ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საბოლოო დასკვნა ექიმებმა უნდა გააკეთონ.
 
მე, როგორც ოჯახის წევრს, არ მინდა გავაპოლიტიკურო ეს საკითხი, ჩემთვის მთავარია, რომ მიშა სააკაშვილი იყო ჯანმრთელი, ამიტომ დაველოდოთ. ჩვენ ველოდებოდით ერთი წლის განმავლობაში მისი მდგომარეობის შეფასებას, ჯგუფმა „ემპათიამ“ დადო შესაბამისი დასკვნა და ახლა ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩართულობას, ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ დღეში ნათელი მოეფინება ყველაფერს, ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში თავს შევიკავებ.
 
გუშინ გააპოლიტიკურეს, ძალიან ბევრისგან მესმოდა, რომ მოწამლულია, ყველას ვთხოვ, მოდით, თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, ვინაიდან მივანდოთ მიშას ჯანმრთელობა ექიმებს, რომლებიც არიან მართლა კვალიფიციური, მართლა მადლიერი ვარ ყველასი, ექიმებმა ილაპარაკონ საბოლოო დასკვნაზე, ვინაიდან იყო დღეები, როცა იძახდნენ, რომ ტუბერკულოზის ფორმა აქვს... ყველამ თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან, დაველოდოთ ექიმებს.
 
მოდით, მიზეზების ძებნას ახლა შევეშვათ, ახლა მთავარია მიშას ჯანმრთელობა, ნუ გავაპოლიტიზირებთ, დავდგეთ მაქსიმალურად ყველა მიშას გვერდით. მესმის, რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არ შეიძლება დაძრახო ადამიანს, რომ მოწამლულია ან მსგავსი რამეა ჩადენილი, სანამ ექიმები არ იტყვიან შესაბამისად ყველაფერს
“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები