რუსი პროპაგანდისტი: გერმანიის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება პრობლემა არ უნდა იყოს

რუსი პროპაგანდისტი: გერმანიის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება პრობლემა არ უნდა იყოს

21-11-2022, 19:28 - 2022
403
       

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება გერმანიის წინააღმდეგ ტაქტიკური ატომური იარაღი გამოვიყენოთ, თუ მათთან ომი დაიწყება“, - ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა Россия 1-ის ეთერში ისაუბრა.
 
მისი ეს კომენტარი გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის პუბლიკაციას მოჰყვა, სადაც გამოცემა ამტკიცებდა, რომ გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან ომის შემთხვევაში ქცევის წესებზე საიდუმლო დოკუმენტი შექმნეს.
 
შპიგელმა დაწერა, რომ ბუნდესვერმა შექმნა რუსეთთან ომის გეგმა... მე ვფიქრობ რომ პრობლემა არ იქნება ტაქტიკური ატომური იარაღი გამოვიყენოთ, იმ შემთხვევაში თუ გერმანიასთან ომი დაიწყება“, - ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები