„მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდეს“ - კელი დეგნანი

„მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდეს“ - კელი დეგნანი

21-11-2022, 19:22 - 2022
388
       

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საუბრობს.
 
ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად სამართლიანად მიმდინარეობდეს.
 
ჩვენ რეგულარულად, დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ თემაზე სახალხო დამცველთან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დიდი ყურადღების ქვეშ და მისი მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად“, - ამბობს კელი დეგნანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები