შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის გამო 17 წლის პირი დააკავეს.
უწყება 2005 წელს დაბადებული ე.ც.-ს არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.