ოკუპირებული აფხაზეთი:  მზად ვართ, ირანთან ურთიერთობა გავაფართოოთ

ოკუპირებული აფხაზეთი: მზად ვართ, ირანთან ურთიერთობა გავაფართოოთ

21-11-2022, 00:10 - 2022
462
       

„აფხაზეთი ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის მზად არის“,  - ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.
 
მზად ვართ ირანთან ჩვენი კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ვხედავთ ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. დღეს ირანს გლობალური უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - განაცხადა არძინბამ.
 
8 ნოემბერს მოსკოვში ირანის საელჩოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ეწვივნენ. ინალ არძინბამ და ახსარ ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის ტერორისტული აქტის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა მიუსამძიმრეს. არძინბამ საელჩოში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები