ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება

ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება

21-11-2022, 00:00 - 2022
403
       

„ნაციონალური მოძრაობა“ არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი არჩევნების შემდეგ პარტია იქნება „ბევრად მიმზიდველი განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის - იმ ხალხისთვის, რომელმაც დღეს არ იცის ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცეს ხმა“.
 
მელიას შეფასებით, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
 
ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა ადამიანი, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში. არავის აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს გასასვლელი კარებისკენ, ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება აღმასრულებელ რგოლს, ის დაკომპლექტდება გამარჯვებული კანდიდატის შეხედულებისამებრ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გულისხმობს ერთიან ხედვას“, - განაცხადა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები