„მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ერთადერთი გამოსავალია“ - გიორგი სააკაშვილი

„მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ერთადერთი გამოსავალია“ - გიორგი სააკაშვილი

20-11-2022, 20:59 - 2022
417
       

მთავრობის კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა,სადაც მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
 
მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები საფუძველია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში.
 
მთავარი მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო კლინიკაში გაშვება, რაც ითვალისწინებს ხანგრძივ რეაბილიტაციის კურსს. ვინაიდან ადგილზე ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და დღითიდღე უარესდება. გავიხსენოთ, რომ "ვივამედში" შევიდა თავისი ფეხით და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს. ადამიანი იღუპება პირდაპირი გაგებით. ერთადერთი გამოსავალი - მოხდეს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა“,- განაცხადა გიორგი საააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები