კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მისი მიზანი ჰუმანიტარულია.
„არ იყო ეს მასშტაბურად ორგანიზებული, ეს იყო ექიმების ინიციატივა და მე გამიკვირდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა, არა მარტო ექიმები. საერთოდ ეს სივრცე ცნობილია გამოსვლებით უკვე მრავალი წელია, მაგრამ 2003 წელს მე ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ისევ დავუბრუნდებოდით ამ მდგომარეობას.
დღევანდელი აქცია სრულიად მშვიდობიანი აქციაა, ჰუმანიტარული მიზნები აქვს. ოჯახისა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - თქვა გიული ალასანიამ.