ზუგდიდში 14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრეს - ის კლინიკაში გარდაიცვალა

ზუგდიდში 14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრეს - ის კლინიკაში გარდაიცვალა
20-11-2022, 20:44 - 2022
715

ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე 14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრეს. ის ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 
თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს, 14 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
 
არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


ფოტო: „მთავარი არხი“

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა