ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება

20-11-2022, 00:11 - 2022
329
       

„ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დასუსტებაში დაეხმარება.
 
ნაცმოძრაობა“ რაც უფრო სუსტია ხოლმე, მით უფრო მეტი სიმშვიდეა, თუ დააკვირდებით. დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.
 
სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოოდ დეპოლარიზაციამდე, თორემ ვაშაძის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას იმედზე ვერ ვიქნებით, ბუნებრივია
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები