„როგორ ბედავთ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე?“, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას „ჩვეულებრივი საბოტაჟი და შეთქმულება“ უწოდა.
„როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები, როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს იყო შეთქმულება და ამაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.