მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში

19-11-2022, 00:05 - 2022
523
       

„ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები!“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
 
მისივე თქმით, ოპოზიციას რომ თავისი ქვეყანა მართლა უყვარდეს, იტყოდნენ, რომ პატარა ხარვეზები გასწორდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
 
საქართველო ამ მოცემულობით, დღევანდელ დღეს, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მიპასუხეთ ბატონო გიორგი ვაშაძე, თეატრალიზებულ წარმოდგენას რომ გვიმართავთ აქ, იმსახურებს თუ არა? აი, პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა" და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის" სახით და მისი დანაყოფებითურთ, თქვენი დავალების მიმცემების ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები!.
წეღან ორმაგი აგენტი რომ გიწოდეთ ძალიან არ მოგეწონათ. ჩვენს პარტნიორებთან მექნება ერთი თხოვნა - აგენტებსა და მეგობრებს შორის, მე მაინც მგონია, რომ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება სჯობს, იმიტომ რომ აგენტების ნდობა არ შეიძლება. თქვენ რიგებში ისეთი ადამიანი გყავთ, რომელიც დადასტურებული მტკიცებულებებით, თქვენს „ტროიკაში“ შემოდის და დღემდე მილიონობით რუსული რუბლით ფინანსდება. „ტროიკა“ შემთხვევით არ მიხსენებია, რა თქმა უნდა. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ასეა. ამისი დისკომფორტი ჩვენ ვერ შეგატყვეთ. რატომ ხართ ორმაგი აგენტები? - ორმაგი ერთი, მეორე საიდან, ჩემზე ბევრად კარგად იცით. მათ შორის, ელემენტარულ დისკომფორტს არ გიქმნით გარემოება, მტკიცებულება და ფაქტი, რომ „ტროიკაში“ ერთი წარმომადგენელი გყავთ, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება ათეულობით ათასი დოლარის ეკვივალენტით თვეში. ამას თუ ინტელექტუალურ საკუთრებში და მის სამკვიდროში უხდიან ათეულობით წლების წინ დადგმული სპექტაკლების გამო, ამას თუ თქვენ იჯერებთ, არ იჯერებს საზოგადოება და არც ერთი ნორმალური ადამიანი
“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები