ირაკლი კობახიძე - ივანიშვილის დაშანტაჟება ხდება ფარულად

ირაკლი კობახიძე - ივანიშვილის დაშანტაჟება ხდება ფარულად

18-11-2022, 23:31 - 2022
397
       

„ივანიშვილს არ იცნობენ, არ იციან რომ არც არაფორმალური და ვერც ფორმალური შანტაჟით ვერ შეაშინებენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების მიზნით აშანტაჟებენ, იმისათვის, რომ მეორე ფრონტი გახსნას.
 
საზოგადოებისთვის ასეთი დოკუმენტები არ არის საინტერესო, როცა ასეთი უსამართლო განცხადებები კეთდება, საზოგადოება ხედავს და ყველაფერს აფასებს. რაც შეეხება სანქციებს ივანიშვილის მიმართ, სულ ატრიალებენ ამ თემას, სინამდვილეში თვითონ ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები დაკისრებული, გაჩერებული აქვს ასეულობით მილიონი დოლარის თანხა, რომელიც არის განთავსებული შვეიცარიულ ბანკში, არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაკისრებული და შეიძლება უკეთესიც იყო, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟონ კონკრეტული მიზნით. ხდება ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, ამისათვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მგონი ამას აჯობებს, გამოვიდნენ კაცურად და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს რა დგას ამ სანქციების უკან და რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ივანიშვილისგან და რატომ სთხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ცდილობენ მის დაშანტაჟებას ერთადერთი მიზნით, რომ დააბრუნონ პოლიტიკაში, რომ რაღაც გააკეთებინონ მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე მან თავად მიანიშნა საზოგადოებას, როცა ცნობილი წერილი გამოაქვეყნა. არაფორმალურ სანქციებს სჯობს პირდაპირ ფორმალური სანქციებით გამოვიდნენ“, -განაცხადა კობახიძემ.
 
კითხვაზე, ფორმალური სანქციების დაწესების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში, კობახიძე აცხადებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მას ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს.
 
საიდან გამოგაქვთ ეგ დასკვნები? მას უკვე აშანტაჟებენ და არ შემოდის პოლიტიკაში და არ გვთხოვს იმას, რაც ჩვენ არ გვინდა გავაკეთოთ, არ მოუთხოვია ჩვენგან „მეორე ფრონტი“, მიუხედავად ამხელა შანტაჟისა - 2 მილიარდიანი შანტაჟის მიუხედავად, მას ჩვენთვის დღემდე არ მოუთხოვია „მეორე ფრონტი“ და რომელი ფორმალური სანქცია შეაშინებს ამ კაცს. ივანიშვილს არ იცნობენ, არ იციან რომ ვერც არაფორმალური და ვერც ფორმალური შანტაჟით ვერ შეაშინებენ. მისი ნების წინააღმდეგ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებენ, უნდათ პოლიტიკაში დაბრუნდეს ეს კაცი კონკრეტული მიზნით და ეს მიზანი არის საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ამას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა კობახიძემ.
 
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ EPP- ის პოლიტიკური ოჯახის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“.
 
EPP- ის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“ და როცა ევროპული პარტიის და პოლიტიკური ოჯახის წევრი არის კრიმინალური გაერთიანება, ეს არის შემაშფოთებელი. ეს ეხება როგორც „ნაცმოძრაობას“, ასევე „ევროპულ საქართველოს“, ერთი ფაქტიურად აღარც არსებობს, მაგრამ ფორმალურად მაინც ხომ არსებობს, ორივე დანაშაულებრივი პარტია არის EPP- ის წევრი, რაც შემაშფოთებელია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები