„ბატონო მანჯგალაძე, 1 გბ. პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიმართა.
თალაკვაძემ მას წარსულში, მედიასივრცეში არსებული მდგომარეობა შეახსენა და აღნიშნა, რომ მედია ახლა ისეთი თავისუფალია, როგორიც არასდროს ყოფილა.
„არც კი გახსოვთ, გუშინ რა ხდებოდა, როცა მედიამენეჯერს და თავისუფალი მედიის ფლაგმანს ეძახით ადამიანს, რომელიც არბევდა მედიას, არც კი გახსოვთ, როცა ის ოპოზიციაში იყო და „რუსთავი2“-ის დირექტორი გახდა, ბრიფინგი ჩაატარა, ჟურნალისტებს უნდა შევახსენო, პირდაპირ ეთერში თქვა, დიახ, მე ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებდიო, თქვენი განცხადებები არ მახსოვს მაშინ, მისთვის შეგესწორებინოთ, რომ ჟურნალისტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, თავისუფალი მედია არ არის. ჩვენ დროს კი, რა ხდება? - 20 მედიასაშუალებაა ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი, 120-ზე მეტი რეგიონული მედიაა. ის ლიცენზიების სისტემა, რაც გქონდათ, გველეშაპივით რომ იყავით ჩაბღაუჭებული, გაუქმებულია და დღეს ნახეთ განსხვავებული აზრი, ნახეთ თუნდაც, ხელისუფლების მიმართ კრიტიკა. რა თავისუფალ მედიაზე და რომელ მედიამენეჯერებზე საუბრობთ საერთოდ? დღეს მედია თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მითუმეტეს თქვენი დემოკრატიის პირობებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.