თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილობრივების თქმით, ხმაური ან რაიმე შელაპარაკება არ გაუგიათ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.