მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპას და ახდენს ამერიკის დემონიზებას

მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპას და ახდენს ამერიკის დემონიზებას

17-11-2022, 16:54 - 2022
430
       

„კოლექტიური ხაინდრავები არიან, არ არსებობს არანაირი კობახიძე, ზარქუა და სხვა სპიკერები, ეს არის კოლექტიური ხაინდრავობა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
 
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და სურს ამერიკა მტრად, რუსეთი კი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტად წარმოაჩინოს.
 
ის ძალები, ვინც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან, სინამდვილეში ანტიქართული ძალაა, რადგან ან ხარ მტერთან - რუსეთთან, ან დასავლელ პარტნიორებთან ერთად, სხვა გზა საქართველოს არ აქვს. "ქართული ოცნება" ლანძღავს ევროპას და ამერიკის დემონიზებას ახდენს, გვიტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს რუსეთის სახით. როცა "ქართული ოცნების" ლიდერი გამოდის და ჩალის ფასი აქვსო, ამბობს ევროპულ რეკომენდაციაზე, როცა მათი ე.წ. სპიკერები გამოდიან და ამბობენ, რომ შაჰინის განცხადება არის შტერობა, შაჰინს რომ ერკინება და აკრიტიკებს ზარქუა, წარმოგიდგენიათ? რა გაუკეთებია ზარქუას ისეთი ცხოვრებაში შაჰინი რომ გააკრიტიკოს ან კუბილიუსი, რომელიც ლიეტუვის ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. ეს არის ძალიან მძიმე. მიზანმიმართულად აკეთებს ამას "ქართული ოცნება", როცა გვეუბნება, რომ ამერიკა, არის არა ჩვენი პარტნიორი და ჩვენი სტაბილურობის, სახელმწიფოებრივი თავისუფლების გარანტი, არამედ მტერი და რუსეთი, რომელიც არის ნამდვილი მტერი და ოკუპანტი, ყოფილა თურმე ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი, ამას ხატავს "ქართული ოცნება," ისინი უკვე კოლექტიური ხაინდრავები არიან, არ არსებობს არანაირი კობახიძე, ზარქუა და სხვა სპიკერები, ეს არის კოლექტიური ხაინდრავობა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. რაც შეეხება ამერიკის დაფინანსებას, დაწყებული იუსტიციის რეფორმით, საზღვრის დაცვის საკითხებით, შსს- ში რეფორმით, ყველა რეფორმა სახელმწიფო უწყებებში დაწყებულია აშშ-ის დაფინანსებით, ამერიკას 6 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული ქვეყნის განვითარებისთვის და რუსეთი ფულს ხარჯავს "ალტ-ინფოზე" და ანტიქართულ ჯგუფებზე, რომლის მთავარი მისია ჰიბრიდული ომის წარმოებაა. ამერიკა არის სტრატეგიულ პარტნიორი, რომელსაც თავს ესხმის "ქართული ოცნება" და რუსეთი არის მტერი, რომელზეც მათ ერთ ცუდ სიტყვას ვერ ათქმევინებ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები