ხაბეიშვილი: „ენმ“-ს სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი

ხაბეიშვილი: „ენმ“-ს სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი

16-11-2022, 17:08 - 2022
372
       

„ენმ“-ს სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი“, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

მან  „ენმ“-ს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა დააყენა.

„ივანიშვილი ყოფს, ხლეჩს, აპირისპირებს და ჩვენ ჯერ პარტიაში უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, გაძლიერება და შემდეგ მთელს ქვეყანაში. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი, დამპირისპირებელი. ნაციონალური მოძრაობის ისტორია, ამომრჩეველი, იმსახურებს მეტს და ეს ადამიანები ჩვენგან ელიან დაუღალავ შრომას, ბრძოლას, იმისთვის, რომ საქართველო ხელიდან გამოვტაცოთ ივანიშვილის მოძალადეობრივ პოლიტიკას, დღეს ჩვენგან ამომრჩეველი ითხოვს მოქმედებას, რომ არ დავუშვათ ჩვენი ქვეყანა ჩაეფლოს რუსულ ჭაობში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები