პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება.
ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პოლონურ ფერმაზე უკრაინის სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს", - წერს ის.