"რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები Nato-ს მიმართულებით", - ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიქსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს.
"ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინელ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ ნატოს ტერიტორიაზეც, რომელიც პოლონეთშიც დაეშვა. ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს", - წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.