გიორგი მუმლაძე: ნიკა მელია მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“

გიორგი მუმლაძე: ნიკა მელია მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“
14-11-2022, 23:56 - 2022
258

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ამჟამინდელ პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე ისაუბრა.
 
მისივე თქმით, ნიკა მელია „ქართული ოცნებისთვისაა“ კარგი თავმჯდომარე, რადგან მათ დისკომფორტს არ უქმნის.
 
მარტივ რაღაცას გეტყვით, პარტია რეიტინგით არის მეორე ადგილზე, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის მოწონების რეიტინგი არის მე-15 და მას უსწრებენ 1%-იანი პარტიების თავმჯდომარეები და ლიდერები. ეს არის ნონსენსი, ლიდერის თვისებები, ბრძოლისუნარიანობა და მოქმედებები პარტიის რეიტინგს უნდა წაადგეს და გაქაჩოს და არა პირიქით, რომ პარტია მიათრევდეს ლიდერს რეიტინგში.
 
ადამიანი, რომელიც ყველა არჩევნებს აგებს და მერე იძახის წამართვეს არჩევნები, მომპარესო და ამ არჩევნების დასაცავად არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ განცხადებები გააკეთოს, ეს ადამიანი არის არასანდო და ხაზს ვუსვამ, ნიკა მელია ამ ქმედებებით არის მისაღები და კარგი თავმჯდომარე „ქართული ოცნებისთვის“, რადგან არ უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას
“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა