გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიამ ვერ ივარგა

გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიამ ვერ ივარგა

14-11-2022, 23:51 - 2022
399
       

„მისი გუნდი ვერ შეიქმნა, მან, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა, მისი მიყვანილი ხალხი დაიფანტა“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ამჟამინდელ პარტიის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
 
გიორგი მუმლაძის თქმით, ნიკა მელიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „არასწორი ხალხი“ მიიყვანა.
 
ხალხის მიერ არჩეული კი არ იყვნენ, ვიღაცაზე გაიგო, რომ ეს კარგი ტიპია, ესეც კარგი ტიპია და ასე მოაგროვა და დასვა იქ, მაგრამ მე მივიყვან ხალხს, რომელსაც აქვს გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის და ხალხის არჩეულებიც არიან. მთავარი რასაც ვთავაზობ არის ის, რომ ცვლილებები იქნება“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები