ექიმი სააკაშვილზე: მისი მდგომარეობა არის ფატალური

ექიმი სააკაშვილზე: მისი მდგომარეობა არის ფატალური

12-11-2022, 23:12 - 2022
480
       

"ვერც ენმ-ს არჩევნებს დაველოდებით, ვერც ექსპერტიზის დასკვნას რადგან დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს" - ამბობს ექიმი ლევან ფერაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.


მან აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა იმდენად რთულია, მას ტუბერკულოზის დიაგნოზი რომც არ დაუდასტურდეს, ყოველი წამი მაინც გადამწყვეტია.

"მისი მდგომარეობა არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, ამ დიაგნოზის გარეშეც, ფატალური. აქტიურად წამზომი ჩართულია მიხეილ სააკაშვილისთვის და ფაქტობრივად ჩვენ ვერც ენმ-ს არჩევნებს დაველოდებით, ვერც თითქმის იმასაც ვერ დაველოდებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება იმიტომ რომ დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს.

თუნდაც ამ ტუბერკულოზზე ვილაპარაკოთ, როდესაც ამდენ ხანია არის უკურნებელი ტუბერკულოზი, იქ არის შტამები, რომელზეც ანტიბიოტიკი პრაქტიკულად აღარ მოქმედებს, რომელიც სპეციალურად ტუბერკულოზისთვის არის შექმნილი. ამის პოტენციალი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს და დროც არ გვაქვს. ყოველი დღე ფატალური შეიძლება გახდეს სააკაშვილისთვის", - ამბობს ფერაძე

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები