სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გორის ტრანსპორტის სააგენტოს ბუღალტერმა, ლეილა წკრიალაშვილმა ბიუჯეტის ფული მიითვისა და ტოტალიზატორში გადარიცხა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი გორის მერიაში ერთხელ უკვე დაფიქსირდა, მაშინ მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერმა ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა.