მესამე პრეზიდენტთან პალატაში ცოტა ხნის წინ მისი ყოფილი თანაგუნდელი, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ კვირაში კიდევ უფრო დამძიმდა.
„აი, ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილო არის. ჩამომხმარია აბსოლუტურად. არც კუნთები აქვს, არაფერი. ყველაფერი სტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანონ, მასაჟისტი ვერ ეკარება, იმიტომ რომ ყველაფერი სტკივა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო მაგრამ ზუსტად რაზე იყო, ვერ გეტყვით... ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ველაპარაკო იმ თემებზე, რომლებიც ტკივილის და განსაცდელის გარდა არაფერს უმატებს“, - ამბობს ვაშაძე.