„ბიძინა ივანიშვილისგან არცერთი თეთრი არც აგვიღია და არც გვჭირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი არც პარტიას არ აფინანსებს.
„პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი, მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი...
არა, რა თქმა უნდა, არ აფინანსებდა პარტიას, ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის აბსოლუტურად როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში მითუმეტეს, ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობის გზით, არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.