„რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას გააგდებს ან არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მოთხოვნას შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ.
როგორც კალაძე ამბობს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა თემებია.
„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ. თუმცა, ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე. თემაც არ ვიცი და საინტერესოც არ არის. შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა”, მელიას გააგდებს ან არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.