ირაკლი ზარქუა: ნიკანორ მელია, ონჯღორე სი

ირაკლი ზარქუა: ნიკანორ მელია, ონჯღორე სი

9-11-2022, 17:06 - 2022
391
       

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ენმ“-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 
 
დეპუტატი წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ყველაფრის ღირსია.
 
ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა“, - წერს ირაკლი ზარქუა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები