დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია

დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია

9-11-2022, 15:15 - 2022
365
       

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას.
 
დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.
 
დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები