„ევროპარლამენტი მოსამართლეა, პროკურორი თუ რა არის?!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს აქ აქვთ უფლება ჩაერიონ სასამართლო საქმეებში.
„ევროპარლამენტი მოსამართლეა, პროკურორი თუ რა არის?! არ აქვთ მათ უფლება ჩაერიონ სასამართლო საქმეებში ქვეყნის შიგნით, ეს რა მათი უფლებაა, რაც უნდა ის ჩაწეროს. ეს არის გამოსაკვლევი, თავისი მონაცემებით არ არის, არც აქვს მედიასაშუალებები, არ აქვს კავშირი პოლიტიკასთან, კარგი, გავუშვათ არის ოლიგარქი და ვიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგ რა ხდება, ოლიგარქს რა დახვრეტენ თუ ასახლებენ?! არავითარი ფინანსური სანქციები, მას ეკრძალება პოლიტიკაში ჩარევა დავუშვათ ან უნდა გაყიდოს თუ აქვს ტელევიზია გავუშვათ ის არ არის პოლიტიკაში ჩართული და რა უნდა აუკრძალო მეტი?!“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.