„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უცხოელ მაღალჩინოსნებს „ნაციონალური მოძრაობის ფასიან ლობისტებს“ უწოდებს.
მმართველი პარტიის წევრი იმ ევროპარლამენტარებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.
„რა შესწროებები აქვს? თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და საქართველოს ხელისუფლება, თურმე, დევნის პოლიტიკოსებს. ვის თუ გამოიცნობთ? კეზერაშვილს... ასეთი შესწორებებია შესული და ვის შეაქვს ეს შესწორებები? სწორედ ვინც დაგისახელეთ, ფასიან ლობისტებს და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საგარეო ფრონტზე ევროპარლამენტში ფოტიგები, იქ არიან კუბილიუსები, მარკეტაც არის, მემგონი, გრეგოროვა ან დაემატება და აი, ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომელსაც თვაინათნ ქვეყნებში 1% მხარდაჭერა არ აქვთ, აი, როგორც ჩვენთან გიჟი ჯაფარა დარბის მარტო, ეულად, აი, დაახლოებით ამ კონტიგენტის ხალხთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ზარქუამ.