რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში!

რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში!

7-11-2022, 13:33 - 2022
379
       

„სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი!“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
 
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.
 
დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს“, - აღნიშნა რომის პაპმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები