აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანი ამბობს, რომ 6 ნოემბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს მათი არმიის პოზიციებს, ქალბაჯარის დასახლებების მოლაბაირამლისა და ბაზირხანას მიმართულებით.
სომხეთი კი ამბობს, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხურ პოზიციებს.