„თუ ოპოზიციური ერთობა სისულელეა, რატომ ფსამთ სისხლს?“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჩაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჯაფარიძე „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ გაერთიანების შესახებ გამოხმაურებას შეეხო.
„თუ ოპოზიციური ერთობა - არასწორია, არ არის მნიშვნელოვანი, მაინც არ გამოვა, ადრეა, მაინც დაიშლება, ასე არ გამოვა, ჩვენით დაწყებული არ გამოვა, ასე დაწყებული არ გამოვა, საჯაროდ ლაპარაკით არ გამოვა, შეუძლებელი ამოცანაა, ბიძინას თამაშია, ირაციონალურია, სისულელეა და ა.შ. და ა.შ.
რატომ ფსამთ სისხლს ორი კვირაა? პ.ს. აქ ნუ შეგროვდებით ... ჰემატურიანნი ყველა ქვეყნისა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.