„თუ იქნება მშვიდობა, 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას მოვახერხებთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, 650 000-მდე ადამიანი ცხოვრობს ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა.
„დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი - ეს არის 17.5% გასული წლის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ 650 000-მდე ადამიანი, სამწუხაროდ, ცხოვრობს ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა.
თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი.
თუ იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხებთ უკვე 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.