„ივანიშვილი არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, რატომ არ იღებენ მონაწილეობას "ქართული ოცნების" მიერ ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონპროექტების შემუშავებაში.
„რაში [არ ვიღებთ მონაწილეობას]? კანონების განხილვაში, რომელზეც ევროპა ამბობს, რომ სისულელე და აბსურდია? დეოლიგარქიზაციის კანონზე პირდაპირ უთხრეს - ვის ატყუებთ? უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს "ქართულ ოცნებას". "ქართულ ოცნებას" რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ. ისიც შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ და კობახიძის ნათქვამ სისულელეს კითხვაში გაიმეორებთ, საშველი არ იქნება“, - აღნიშნა ვაშაძემ.