დეკანოიძე - ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მიშას წონა არის დრამატული

დეკანოიძე - ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მიშას წონა არის დრამატული

4-11-2022, 23:21 - 2022
620
       

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
 
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ტემპერატურა აქვს და წონაშიც საგრძნობლად დაკლებულია.
 
„მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, 3 კვირაა არ მინახავს, მაშინაც ძალიან, შესამჩნევად გამხდარი იყო. ახლა უფრო დაკლებულია, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამხდარია, ეს თვალშისაცემია. იცით, რომ ვირუსი ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელებულია, მაგრამ დღეს ტემპერატურა ჰქონდა და აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, როგორც ექიმები საუბრობენ. დღეს დილიდან 38.5 ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საყურადღებო ამბავია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები