იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან

4-11-2022, 23:06 - 2022
401
       

სახალხო დამცველობის კანდიდატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმრები არიან.
 
ხვიჩიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განმარტა, რატომ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და იქვე დასძინა, რომ თავისი შინაგანი რწმენით სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს.
 
მივიჩნევ, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი რომელიც ციხეში არ მოხვდებოდა, თუ მას არ ექნებოდა პოლიტიკური პოზიცია მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული. მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ის ციხეში არ მოხვდებოდა, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტორი. ამ ფორმულით ვაფასებ მე პოლიტპატიმარს. ამ ფორმულის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია ის პოლიტპატიმარი და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
 
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიმაჩნია, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ჩემი აზრით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ უნდა იყოს. ამის გამო ადამიანებს არ უნდა ვიჭერდეთ, რადგან უამრავი ადამიანის ციხეში მოთავსება მოგვიწევს საჯარო სამსახურებიდან სამსახურებრივი მანქანის უკანონო სარგებლობისთვის. ამას დამატებულია ის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება 7 წლის განმავლობაში არ დადგა და დადგა მაშინ, როდესაც ყველაზე პრობლემური დრო იყო ამ საქმის დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც, სხვადასხვა მოტივებით მიმაჩნია არაკანონიერ პატიმრად და ამ ყველაფერს ვხსნი იმით, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული. სინამდვილეში ეს ადამიანები ციხეში არიან, როგორც მებრძოლები, როგორც დაპირისპირებული მხარეები. ჩემი პოზიციაა, ბრძოლა შევწყვიტოთ და შერიგების გზას დავადგეთ, თორემ სანამ ბრძოლა მიდის ყოველთვის იარსებებენ ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილი სხვადასხვა თანამდებობის პირები. ეს მოხდება სამწუხაროდ
“, - განაცხადა ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები