კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

კობახიძე ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

3-11-2022, 14:09 - 2022
384
       

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე, იქ გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა“,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამი პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების შესახებ ჟურნალისტების კითხვას.


როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნული პარტიების შეკრებით პოლიტიკურ სპექტრში ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება.

„ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან - საუბარია ვაშაძეზე, ზურა ჯაფარიძეზე, ხოშტარიაზე. თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, სწორედ ეს ადამიანები არიან, ეს გვარები გვახსენდება. მათი შეკრებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები