ვოლსკი - გვარამიას შეწყალება გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას 

ვოლსკი - გვარამიას შეწყალება გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას 

3-11-2022, 14:04 - 2022
352
       

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, რომ სანამ ის გვარამიას შეწყალებაზე დაფიქრდება დანაშაულის არსებობა გაითვალისწინოს.


მისივე თქმით, შეწყალება არ იქნება აღქმული როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის და ეს გააძლიერებს „დესტრუქციულ ძალებს“.

„სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში. როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მისი შესაძლო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, ეს გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები