ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობის იდეაზე გააკეთა შეფასება.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „წინასაარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება ხელს შეუწყობს "ქართული ოცნების" პოზიციის გაძლიერებას“.
„ჩვენი ამოცანაა, პირიქით გადავდგათ ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებას“ აშინებს. „ქართულ ოცნებას“ პირველივე დღიდან აშინებდა „ლელოს“ არსებობა პოლიტიკურ ველზე, რადგან მათ დაინახეს, რომ მათი პროპაგანდისტული მანქანა - არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, შესაძლებელია, დაინგრეს. ჩვენ ამ მცდელობებს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.