„კალაძე არის კარგი მენეჯერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მან ენერგეტიკის მინისტრობის დროს ძალიან ბევრი საქმე გააკეთა.
„კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე ძალიან კარგი მენეჯერია, წარმატებული. სხვათა შორის, კალაძის მინისტრობის დროს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, სრული პასუხისმგებლობითა და გულწრფელად ვამბობ, ჩემს გუნდთან ერთად იმდენი გავაკეთეთ, რამდენიც 70-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ გაკეთებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.