იოსელიანი გვარამიას საქმეზე - ამ ბრალდებით ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია 

იოსელიანი გვარამიას საქმეზე - ამ ბრალდებით ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია 

2-11-2022, 16:26 - 2022
419
       

„მსგავსი ბრალდებით ამ ქვეყანაში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და ამ ბრალდებით მისი ციხეში გამოკეტვა არასწორია.

„არ მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს. გარდა ამისა, ის ბრალი, რაც წარდგენილია, არის სრულიად აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალით, რომ მივუდგეთ, ამ ქვეყანაში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ და თქვენც კარგად იცით, რომ მანქანებს, მათ შორის, ამ შენობაშიც არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც და ა.შ.“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები