კობახიძე: პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება შეურაცხყოფა

კობახიძე: პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება შეურაცხყოფა

2-11-2022, 15:35 - 2022
503
       

"პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან გაიხსენა ის შეურაცხყოფები, რომელსაც გვარამია ზურაბიშვილის მიმართებით იყენებდა.

"თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები