დეკანოიძე: მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს

დეკანოიძე: მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს

2-11-2022, 13:09 - 2022
417
       

"პრეზიდენტს ღიად მოვუწოდებ, აიღოს პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს", - ამის შესახებ "ენმ"-ს ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი.

"პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები