ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს ეზოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ დაიშალონ.
ფოფხაძემ ახალი ერთობის წინაპირობებზე ისაუბრა.
"არ ვიშლებით, სათქმელი უნდა ითქვას აქ, ამ ეზოში და არა სხვაგან. შეგნებული გვაქვს, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება მიტინგის გამართვა, მაგრამ ისიც შეგნებული გვაქვს, რომ არ შეიძლება სასამართლომ უკანონო განაჩენები გამოიტანოს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ათვლის წერტილი და ათვლის დღე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.