თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

2-11-2022, 11:21 - 2022
730
       

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 


გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას კერძო კომპანიის მანქანით სარგებლობის, ე.წ. პორშეს ეპიზოდის გამო მიუსაჯა პატიმრობა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები