ომბუდსმენობის კანდიდატი: ოლიგარქი არაა ცუდი, ქვეყანაში უნდა გვყავდეს ბევრი მდიდარი

ომბუდსმენობის კანდიდატი: ოლიგარქი არაა ცუდი, ქვეყანაში უნდა გვყავდეს ბევრი მდიდარი

1-11-2022, 16:16 - 2022
396
       

„ოლიგარქი არაა ცუდი, ქვეყანაში უნდა გვყავდეს ბევრი მდიდარი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა მოსმენისას თქვა.
 
მისი თქმით, ბიზნესმენები და ოლიგარქები პოლიტიკას არ უნდა გააკარონ.
 
ბევრი ოლიგარქი არ არის ცუდი ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი, რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას წაადგეს.
 
მე რისი წინააღმდეგი ვარ იცით, პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი. იმიტომ რომ ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული...
 
ბიზნესმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თორემ ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს
“, - განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები