ომბუდსმენობის კანდიდატი: დავიცავ მოქალაქის უფლებას, ოღონდ, პრაიდს არა

ომბუდსმენობის კანდიდატი: დავიცავ მოქალაქის უფლებას, ოღონდ, პრაიდს არა

1-11-2022, 16:11 - 2022
512
       

„დავიცავ ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ოღონდ, პრაიდს არ ვემხრობი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა მოსმენისას თქვა.
 
ის ამტკიცებს, რომ ვერ მიემხრობა იმას, რაც უმრავლესობას არ მოსწონს.
 
რა თქმა უნდა, მე დავიცავ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ოღონდ, ერთი პირობით-თქო და რა არისო, პრაიდის მომხრე არ ვარ.
 
მე არ მომწონს, როდესაც პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები. კიბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ ნუ მოახვევ შენს ქმედებას სხვას და ნუ ჩაითრევ სხვას, რომელიც შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ სიტუაციებიდან გამომდინარე, გამოუვალ მდგომარეობაში ხარ და ყოფილა ასეთი შემთხვევა.
 
ასეთ ადამიანებს ორ ჯგუფად ვყოფ: რომლებიც დაბადებიდანვე ასეთები არიან და მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც რაღაც გადახრებით. არა, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთი და ასეთები არიან. მეორე ჯგუფია, რომელიც ცხოვრებამ, ანუ ეტაპობრივად გახდნენ ასეთები - იყვნენ ვაჟკაცურები, ან პირიქით, ქალურები და ცხოვრებამ გახადა ასეთი
“, - განაცხადა  მაკა მინდიაშვილმა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები